სიგარ-ბარების ლიცენზიის მისაღებად ფინანსთა სამინისტროში არცერთი მიმართვა არ დაფიქსირებულა

სიგარ-ბარების ლიცენზირების მისაღებად ფინანსთა სამინისტროსთვის არცერთი მიმართვა არ დაფიქსირებულა.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კანონის აღსრულებისთვის უწყება სრულ მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან დახურულ შენობა-ნაგებობებში მოწევა აიკრძალა. საუბარია, პირადი საცხოვრებლის გარდა, ნებისმიერ შენობაზე, იქნება ეს კაფე, რესტორანი თუ ოფისი.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში; პაპიროსების, სიგარებისა და სიგარილების მოწევა დასაშვები იქნება. სიგარ-ბარის გახსნისთვის საჭირო ლიცენზიის აღება კი 15 ათასი ლარი ღირს.