შემოსავლების სამსახურმა დაუბეგრავი მინიმუმის სახით 80 მილიონ ლარამდე გასცა

შემოსავლების სამსახურმა, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების დაწყებიდან თითქმის 2 თვეში, დეკლარანტებზე 80 მლნ ლარამდე თანხა გასცა.

შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგისტრირებულია 448 ათასზე მეტი დეკლარაცია (მათ შორის ბანკებიდან 175 062).

შემოსავლების სამსახურში ვარაუდობენ, რომ დაუბეგრავი მინიმუმის უფლებით მოსარგებლეთა რაოდენობა 600 000-ს მიაღწევს.