რუსთაველის გამზირზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება უკვე დაიწყო

რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა სამინისტროების მიერ წარმოდგენილი ყველა საინფორმაციო კუთხე უკვე გახსნილია.

სასტუმრო "რედისონის" მხრიდან პირველი საინფორმაციო კუთხე გარემოს დაცვის სამინისტროს აქვს წარმოდგენილი, გამოფენილია მინერალური რესურსები, ასევე ვერტმფრენი, რომლითაც ტყის მასივები შეიწამლა. გარემოს დაცვის სამინისტროს მიყვანილი ჰყავს ცხოველები, რომლებიც ბიომრავალფეროვნებას ასახავს.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე წარმოდგენილია როგორც სამხედრო ტექნიკა, ასევე იარაღები, 112-ის კუთხე, შს სამინისტროს კუთხე. შს სამინისტროს წარმოდგენილი აქვს ჯავშანტექნიკა.

ასევე წარმოდგენილია ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო კუთხე, სადაც შესაძლებელია მელანომაზე დიაგნოსტიკა. სადემონსტრაციო კუთხე აქვთ წარმოდგენილი ენერგეტიკის და განათლების სამინისტროებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს სხვადასხვა ქართული პროდუქცია. როგორც მინისტრი შალვა ფიფია აცხადებს, შესაძლებელია მათი როგორც დაგემოვნება, ასევე შეძენა.