კომპანია Facebook-ის ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Go პირველ მაისს გაყიდვაში გამოვიდა.
ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა მარკ ცუკერბერგმა სან-ხოსეში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომლის ტრანსლირებას ABC 7 ახორციელებდა.
„Oculus Go-ს მიწოდება ხელმისაწვდომია დღეიდან. მისი მინიმალური ფასია 199$. ეს არის პირველი ხელმისაწვდომი ვირტუალური რეალობის სათვალე, რომელსაც არ სჭირდება სხვა მოწყობილობების ჩართვა“, - განაცხდა ცუკერბერგმა.
Oculus Go-ს შეუძლია ვირტუალური რეალობის გამოყენება „სადენებისა და პერსონალური კომპიუტერების გარეშე“, - წერია კომპანიის ვებგვერდზე.
კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში გეგმავს მაღლა ასწიოს ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების თამასა და მიაღწიოს სრულიად ახალ დონეს, მათ შორის, საუბარია შეხების შეგრძნებაზე სხვადასხვა ნივთებისადმი.
კოკა კვირკველია