მსოფლიოში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განათლებაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ფინანსებია. მსოფლიოს მრავალი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირება/ფინანსების მიმართულებით საუკეთესო პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს.
პროფესია ფინანსისტი - პერსპექტიული და მაღალანაზღაურებადია. განურჩევლად იმისა, თუ რა ზომის ორგანიზაციაზე ვსაუბრობთ - მცირე/საშუალო თუ მსხვილი, კერძო თუ სახელმწიფო დაწესებულება, ფინანსისტი კადრია, რომელიც გარდაუვლად საჭიროა. ფინანსური განათლების მქონე კადრისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძიება კიდევ უფრო მარტივია თუ ის ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს ფლობს. სტანდარტები, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი, ფინანსების მართვის უნიფიცირებულ სისტემას ასწავლის კანდიდატს, შედეგად, მას შეუძლია იმუშაოს საერთაშორისო ორგანიზაციებში, დისტანციურად, მოქნილი გრაფიკით და მიმზიდველი პირობებით. საქართველოში არსებული დასაქმების პლატფორმებზე, ფინანსისტის კვალიფიკაციის მქონე კადრის დასასაქმებლად სისტემატიურად ჩნდება მაღალანაზღაურებადი ვაკანსიები, მსგავსი სტატისტიკა გვხვდება საერთაშორისო დასაქმების ბაზრებზეც.
ქვეყანაში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, მნიშვნელოვანია განათლებაში ინვესტირებული დროისა და თანხის ამონაგები სწრაფად და ეფექტიანად მოხდეს. სტუდენტმა აირჩიოს პერსპექტიული პროფესია და ჰქონდეს შესაძლებლობა სწავლის პარალელურად დასაქმდეს და აიმაღლოს კვალიფიკაცია.
„ბიზნესპრენიუსი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დეკანს, ნინო ენუქიძეს იმ უპირატესობების შესახებ ესაუბრა, რაც ფინანსისტის პროფესიასა და ფინანსების პროგრამას ახლავს:
„საქართველოში არსებულ 150-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ. კომპანიები სისტემატიურად ეძებენ ფინანსისტებს, რომელთაც სწავლის პარალელურად მოქნილი გრაფიკით დაასაქმებენ. ფინანსების მიმართულებით ცოდნა სტუდენტის მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგად, მას ეძლევა არჩევანის თავისუფლება, დასაქმების უდიდესი შანსი და კვალიფიკაციის ზრდის პერსპექტივა. ჩვენთან, ფინანსების სწავლების პარალელურად, ვასწავლით იმ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს რომელიც ფინანსური მენეჯერის მუშაობას ეფექტიანს გახდის,’’ - აცხადებს ენუქიძე.
ბტუ-ს უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით სრულიად განსხვავებული ფორმატის პროგრამებს სთავაზობს ბაკალავრებს. აქ, ფინანსების სწავლა შესაძლებელია აგრეთვე ოქსფორდ ბრუქსის უნივერსიტეტთან და ბიდიო აკადემიასთან პარტნიორობით, რომლის დროსაც სტუდენტი ფინანსების მართვის საერთაშორისო სტანდარტებსაც (ACCA) ეუფლება. ოქსფორდ ბრუქსი ბრიტანეთის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული უნივერსიტეტია, ბიდიო აკადემია კი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია ბიდიოს ერთეულია, რომელთან პარტნიორობით, ბტუ სტუდენტებს ცოდნის გაღრმავების დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
„ჩვენთან სტუდენტის დასაქმების ორი გზა არსებობს: ერთი - პარტნიორ ორგანიზაციებში გამოცხადებულ პროექტებსა და ვაკანსიებზე, მეორე კი დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებზე, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ვაკანსიებს სთავაზობს კანდიდატებს. ჩვენ ვასწავლით სტუდენტებს აღნიშნული პორტალების გამოყენებასა და სამუშაოს მოძიებას, ვთანამშრომლობთ საქართველოს უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუციებთან, რომ ექსტრაკურიკულური აქტივობების გარეთ, სტუდენტმა შეძლოს კვალიფიკაცია აიმაღლოს სწავლის დაწყების პირველივე დღიდან. სპეციალურად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეიქმნა პროექტი თიბისი ბანკთან ერთად, სახელად ,,სტარტაპერი’’, პროკრედიტის ბანკინგის სკოლა და სხვა. ჩვენი აკადემიური პერსონალი, მსხვილ კომპანიაში დასაქმებული ტოპ მენეჯერები არიან, რომელთაც შეუძლიათ არა მხოლოდ ცოდნის, არამედ გამოცდილების გაზიარება, მნიშვნელოვანი ბიზნეს კავშირების დამყარებაში სტუდენტების დახმარება და ფინანსების მიმართულებით უახლესი ცოდნის გადაცემა.’’
თეონა კენჭიაშვილი