ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო მონაწილეობა. მოთხოვნამ 78 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი - 7.270%-ით, მაქსიმალური 7.340%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.313%-ით განისაზღვრა.