2018 წლის I კვარტლის მონაცემებით ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 222 მლნ ლარს შეადგენს

2018 წლის პირველ კვარტალში კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონების მოცულობა ისევ გაიზარდა. ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, პირველი კვარტლის მონაცემებით დასაკუთრებული ქონების საბალანსო ღირებულება 222 241 739 ლარს შეადგენს.

2017 წლის მე-4 კვარტალის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი 209 192 767 ლარს შეადგენდა.

ცნობისათვის, ქართული საბანკო სისტემის საკრედიტო პორტფელი 22 მილიარდი ლარია, 222 მილიონი ლარი ამ პორტფელის მხოლოდ 1 პროცენტი შეადგენს.

ყველაზე დიდი მოცულობის ქონება „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხება. 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ბანკის მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 102,9 მლნ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზე - 58 მლნ ლარით არის „თიბისი ბანკი“. სამეულში შედის „ბანკი ქართუ“, რომლიც ანგარიშზეც 37,5 მლნ ლარიც დასაკუთრებული უძრავი და მოძრავი ქონება ირიცხება.

კომერციული ბანკების Top-5 დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მაჩვენებლით: (წყარო: ეროვნული ბანკი)

„საქართველოს ბანკი“ — 102 988 868 ლარი;

„თიბისი ბანკი“ — 58 058 415 ლარი;

„ბანკი ქართუ“ — 37 526 858 ლარი;

„ვითიბი ბანკი“ — 9 340 842 ლარი;

„ბაზის ბანკი“ — 6 362 640 ლარი;