2017 წელს რუსეთის სამხედრო დანახარჯები 1998 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ამის შესახებ მოწმობს სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის SIPRI-ის ანგარიში.
ამ ანგარიშის თანახმად, 2016 წელთან შედარებით რუსეთმა შეამცირა სამხედრო დანახარჯები 20%-ით 66,3 მილიარდ დოლარამდე. „რუსეთისთვის პრიორიტეტად რჩება ქვეყნის შეიარაღების მოდერნიზება, თუმცა მოხდა სამხედრო ბიუჯეტის შეკვეცა, რომელიც დაკავშირებული იყო ეკონომიკურ პრობლემებთან“ - წერია ანგარიშში.
ამასთან, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში შეიმჩნევა ამ ტიპის დანახარჯების ზრდა 1,2-1,7%-ის ფარგლებში. ეს კი დაკავშირებულია ნატოს წევრი ქვეყნების შეთანხმებაზე, გაზარდონ თავდაცვის ხარჯები. ჯამში ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვაზე 2017 წლის განმავლობაში 900 მილიარდი დოლარი დახარჯეს.
აღნიშნული რეიტინგის პირველ ადგილზე მოხვდა აშშ - 610 მილიარდი დოლარით, მეორეა ჩინეთი - 228 მილიარდით, მესამეზე - საუდის არაბეთი 69,4 მილიარდით, შემდეგია რუსეთი 66,3 მილიარდით და ხუთეულს ასრულებს ინდოეთი - 63,9 მილიარდი დოლარით.
კოკა კვირკველია