ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ასტროლოგისა და მწერლის, რამაზ გიგაურის საჯარო ლექცია გაიმართება

„ლურჯი ოკეანის კლუბის“ ორგანიზებით, 4 მაისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში BTU, ასტროლოგისა და მწერლის, რამაზ გიგაურისსაჯარო ლექცია გაიმართება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან აცნობეს, ავტორი ისაუბრებს თემაზე „პოზიტიური აზროვნება“.

"დაუკვირდით საკუთარ აზრებს, დაე, თქვენი აზრები იყოს პოზიტიური, რადგან თქვენი აზრები აყალიბებს თქვენს სიტყვებს", - აღნიშნავს რამაზ გიგაური.

რამაზ გიგაური ავტორია წიგნისა „წარმატების 365 გასაღები“, რომელიც ბიზნესლიტერატურის სერია „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში გამოიცა. ღონისძიებაზე „ლურჯი ოკეანის“ წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება და სპეციალური შეთავაზებით -20%-ანი ფასდაკლებით გაიყიდება. დასწრება თავისუფალია.