„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 61.2%-ის თქმით, მისი მანქანა ტექდათვალიერებას გაივლის. გამოკითხვაში მონაწილეთა 18.7% ამბობს, რომ მათი მანქანა ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. ხოლო კითხვაზე გაივლის თუ არა ავტომობლი ტექდათვალიერებას, 14%-ს პასუხის გაცემა უჭირს. 6.1% ამბობს, რომ მისი მანქანა ტექდათვალიერებას ნაწილობრივ გაივლის.
გამოკითხვა საიტზე 2018 წლის 20 მარტიდან 3 მაისამდე მიმდინარეობდა.