სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის 5 მილიონი ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ოზურგეთის, ტყიბულის, საჩხერის, ქუთაისის, წალენჯიხის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება.

„ამ თანხებით მოხდება სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია. საუბარია საცხოვრებელ სახლებზე, მრავალბინიან კორპუსებზე, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე, ასევე საფეხმავლო და საავტომობილო ბაგირებზე, ნაპირასამაგრ ნაგებობებზე და ა.შ.“, - განაცხადა პრემიერმა.