მსოფლიოში გიტარების ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა მწარმოებელმა კომპანია Gibson-მა გაკოტრების შესახებ გამოაცხადა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, კომპანიის ხელმძღვანელობამ, რომელსაც გაუჩნდა ფინანსური პრობლემები, ელექტრონიკით მოვაჭრე შვილობილ კომპანიაში, ბიზნესის რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა.
შვილობილი კომპანია Gibson Innovations, რომელიც პროფესიონალურ მოსასმენ აპარატურას, ყურსასმენებს და დიჯეინგისთვის საჭირო აპარატურას აწარმოებს, დაიხურება და კომპანია მეტ კონცენტრირებას მოახდენს მის ძირითად ბიზნესზე - გიტარების წარმოებაზე. Gibson-ის წარმომადგენლების აზრით, კომპანიის რესტრუქტურიზაცია მის ფინანსურ პრობლემებს გადაჭრის.
„ბლუმბერგის“ მონაცემებით, კომპანიას კრედიტორების მიმართ 500 მილიონის დავალიანება აქვს.
კომპანია Gibson-ი 1890 წელს შეიქმნა და Fender-თან ერთად არის გიტარების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი კომპანია. ყოველწლიურად კომპანია მსოფლიოს 80 ქვეყანაში 170 ათას გიტარას ყიდის. Gibson-ის გიტარების მომხმარებლები არიან ესეთი ცნობილი მუსიკოსები,
როგორებიც არიან ჯიმი პეიჯი, ჯეიმს ჰეტფილდი, სლეში, ბობ მარლი რენდი როადსი და სხვები.
კოკა კვირკველია