2018 წლის 3 თვეში კომერციულ ბანკებს სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 16,9%-ით გაეზარდათ.
კომერციული ბანკების 2018 წლის პირველი კვარტლის ანგარიშგებების მიხედვით, 3 თვეში ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვების ოპერაციებიდან 63 515 675 ლარის მოგება მიიღეს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მიღებული მოგების მოცულობამ 54 300 065 ლარი შეადგინა.
კომერციული ბანკების TOP-5 ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ. მონაცემები მოიცავს 2018 წლის პირველ კვარტალს (63 515 675)
1 - „თიბისი ბანკი“ - 28 877 549 ლარი
2 - „საქართველოს ბანკი“ - 20 674 637 ლარი
3 - „ვითიბი ბანკი“ - 4 079 144 ლარი
4- „ტერა ბანკი“ - 2 980 855 ლარი
5 - „პროკრედიტ ბანკი“ - 2 476 087 ლარი