ევროკომისია სარეზერვო ფონდის შექმნის საკითხს განიხილავს

ევროკომისია გამოვიდა წინადადებით, შეიქმნას ევროკავშირის ბიუჯეტის ფარგლებში „კავშირის რეზერვი“. ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის მრავალწლიანი ფინანსური გეგმის მასალებში.

ევროკომისიამ გუშინ წარმოადგინა პროექტი მრავალწლიან ფინანსურ გეგმაზე, რომელიც გაწერილია 2021-2017 წლების განმავლობაში. ამ ეტაპზე გეგმა უკვე გადის დამტკიცების პროცედურებს ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში.

„ევროკომისია „კავშირის რეზერვის“ შექმნას გთავაზობთ და ის შესაძლოა, დაფინანსდეს ბიუჯეტის დაპირებული, მაგრამ შეუსრულებელი ფინანსური სახსრებით“ - წერია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ეს რეზერვი გახდება წყარო დაუგეგმავ მოვლენებზე რეაგირებისთვის, ასევე უსაფრთხოებისა და მიგრაციის საკითხებში შექმნილი საგანგებო სიტუაცების დროს. ამ თანხებით ასევე შეიძლება მოხდეს ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების მხარდაჭერა ვაჭრობაში მომხდარი ხარვეზების შემთხვევაში.

ცნობისათვის, რეზერვის შექმნის წინადადება ადრე ევროპარლამენტსაც ჰქონდა, რომელიც ამ ტიპის სახსრების შექმნას ევროკავშირის ბიუჯეტში 2020 წლიდან ითვალისწინებდა.

კოკა კვირკველია