Tesla-მ რეკორდული დანაკარგი განიცადა

ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Tesla-მ მიმდინარე წლის პირველი კვარტალი უზარმაზარი ფინანსური დანაკარგებით დაასრულა.

როგორც კომპანიის პრესრელიზში წერია, Tesla-ს სუფთა წაგებამ 709,6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის დანაკარგებს მნიშვნელოვნად აღემატება (330,3 მილიონი დოლარი). კორექტირებულმა დანაკარგმა შეადგინა 568 მილიონი დოლარი, ერთი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი 215 მილიონი დოლარი იყო.

ამასთან, კომპანიის შემოსავლები გაიზარდა 3,41 მილიარდ დოლარამდე, მაშინ, როცა ერთი წლით ადრე ის მხოლოდ 2,7 მილიარდი იყო.

სატელეფონო კონფერენციის მსვლელობისას, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მოგებაზე გავა უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევარში. მისივე თქმით, კომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა Model 3-ის წარმოებაში და ისით თქვა, რომ ძალიან დიდ იმედებს ამყარებს Tesla-ს სამოდელო გამაში დაგეგმილ ახალ მოდელზე Model Y, რომელზეც ასევე წლის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

კომპანიის აქციებზე ფასი გუშინ 4,6%-ით შემცირდა, მისი კაპიტალიზაცია კი ბოლო 12 თვის განმავლობაში შემცირებულია 5,6%-ით.

კოკა კვირკველია