2013-2014 წლებში ნარკოტიკული დანაშაულის გამო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სულ მცირე 17 816 000 ლარის ოდენობის ჯარიმა (აღებულია 500 ლარიანი ჯარიმა) დაეკისრა.
ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ნარკოტიკული დანაშაულის სტატისტიკაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში ორჯერ გაიზარდა მეტადონის პროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა, ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა მხოლოდ 23%-ით მოიმატა.
კერძოდ, IDFI-ს ცნობით, ნარკოდამოკიდებულთა რეაბილიტაციის ხარჯებმა 2015 წელს - 4 243 800 ლარი; 2016 წელს - 4 782 900 ლარი; ხოლო 2017 წელს - 5 207 800 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, აღნიშნული პროგრამა საქართველოში 2007 წელს ამოქმედდა.