ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება

ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ლომბარდებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები მიმდინარე თვეში დაწესდება.

როგორც ბახტაძემ  ფილიპინებში, ქალაქ მანილაში განაცხადა, ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდება არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა და ამ მიმართულებით პრინციპული ნაბიჯები გადაიდგმება.

„მნიშვნელოვანია უმოკლეს ვადებში და ეს მაისის თვეს არ გასცდეს, მივიღოთ ახალი თამაშის წესები ლომბარდებთან დაკავშირებით. ის საქმიანობა, რომელიც განსაკუთრებით უკავშირდება ავტომობილების და უძრავი ქონების დალომბარდებას, არის ძალიან ნეგატიური პრაქტიკა. ეს მომხმარებლებზე ცუდად აისახება და ხშირ შემთხვევაში გახდა კრიმინალის წყაროც. ამიტომ, მე ვფიქრობ ამ მიმართულებითაც უნდა გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები. გვჭირდება პრინციპულად და ხარისხობრივად ახალი წესები“, - განაცხადა ბახტაძემ.