YouTube-მა „ჭკვიან ნარკოტიკებთან“ დაკავშირებული არხების წმენდის გამო მოიბოდიშა

YouTube-მა ნეოთრიპულ პრეპარატებთან დაკავშირებული სულ ცოტა 5 არხი გააუქმა საკუთარ ქსელში, რომელიც როგორც ზოგიერთი ბლოგერი ირწმუნება, ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.

აღშფოთების ტალღის შემდეგ კი, ვიდეოჰოსტინგმა ამ არხების მუშაობა კვლავ განაახლა და მოუბოდიშა მის მფლობელებს - წერს Motherboard.

„ბლოგერები დაფრთხდნენ, რომ „ჭკვიანი ნარკოტიკების“ არხებს წმენდა ელოდათ. ბოლო 6 თვის განამვლობაში YouTube-მა გააძლიერა კონტროლი კონტენტის პუბლიკაციებზე: მოდერატორებმა ყურადღებით დაიწყეს თვალის დევნება კადრში იარაღის დემონსტრირებაზე, მათი დამზადების რჩევებზე, შეურცხმყოფელ ვიდეოებზე და შეთქმულების თეორიების მხარდამჭერ რგოლებზე“, - წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც არხების ბლოკირება მოხდა, ავტორების ნაწილმა აპელაციის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება გადაწყვიტა, თუმცა მათ უარი ეთქვათ. ამის შემდეგ ნეოთროპების მომხმარებლებმა Reddit-ზე თემის განხილვისას გამოთქვეს მოსაზრება, რომ ამ რგოლების ბლოკირება ხდებოდა ფარმაცევტული ლობების გამო. უკმაყოფილების ტალღის შემდეგ კი YouTube-ში განაცხადეს, რომ არხების ბლოკირება მოხდა შეცდომით, იმის გამო, რომ ნეოთრიპულ პრეპარატებს ხშირად ეძახიან „ჭკვიან ნარკოტიკებს“.

კოკა კვირკველია