გერმანიას და საფრანგეთს ევროკავშირის ახალი ბიუჯეტი არ მოსწონთ

გერმანია და საფრანგეთი უკმაყოფილონი არიან ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი ევროკავშირის ბიუჯეტით, რომელიც გათვლილია 2021-2027 წლებზე. ამის შესახებ ბელგიური გამცემა Euobserver-ი წერს.

ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ ოთხშაბათს გაავრცელა მრავალწლიანი ფინანსური გეგმა (MFF), რომელმაც ახლა მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს პარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოში. ამ გრძლევადიანი ბიუჯეტის შედეგად ხდება ფორმირება ევროკავშირის წლიური ბიუჯეტის, რომელიც ძირითადად ივსება კავშირის წევრი ქვეყნების შენატანით. ევროკომისარმა ბიუჯეტის საკითხებში გიუნტერ ოტინგერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ორგანზიაციაში დარჩენილ 27 ქვეყანას სთავაზობს გაზარდონ შენატანები წინა შვიდი წლის შენატანთან შედარებით.

ამასთან, ბრიუსელს შესაძლებლად მიაჩნია, შემაციროს დანახარჯები ცალკეულ პროგრამებზე, მათ შორის „საერთო სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე“ 5%-ით, წინა MFF-თან შედარებით.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის მომდევნო ბიუჯეტში სამართლიანად გადანაწილებასთან დაკავშირებით კითხვები აქვს გერმანიას, ხოლო საფრანგეთს არ მოსწონს ფერმერებისთვის დახმარების შემცირება. „ამ პრეტენზიებს შეუერთდნენ ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებიც“ - წერს EUobserver.

კოკა კვირკველია