თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მოსაწყობად უძრავი ქონება აუქციონზე იყიდება.
ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით პროექტი „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ქალაქ თბილისში, აეროპორტში მდებარე 12 653 კვ.მ არსებული უძრავი ქონება გასაყიდად გამოიტანა.
მათივე ინფორმაციით, ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 1 841 000 ლარს შეადგენს.