დარიალის ხეობაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობის ორცვლიან რეჟიმზე გადავიდა

დარიალის ხეობაში, სტიქიის ზონაში საავტომობილო გზების დეპარტამენტი მუშაობის ორცვლიან რეჟიმზე გადავიდა.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე აცხადებს, გეოლოგების ნებართვით, სამუშაოები ორცვლიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, დროებითი გზის მეშვეობით მოხერხდა მოწყვეტილი მთის მხარეს ტექნიკისა და მუშების სრულად მობილიზება, საწვავის, საკვების მიწოდება, რამაც მუშაობის ტემპი დააჩქარა. შედეგად, მოწყვეტილ ნაწილზე მიმდინარეობს როგორც საძიებო, ასევე გზის მოწყობის სამუშაოები.

ვაჟა ფანჩულიძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სადაც სამაშველო სამუშაოები სრულდება, გზის მოწყობის სამუშაოები იწყება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ცნობით, დროებითი გზა შემდგომში ავტოტრანსპორტის მოძრაობისათვის იქნება გამოყენებული.