თბილისის საკრებულომ გეგეშიძის ბაღის, მეტროსადგურ „ვარკეთილისა“ და „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალდონიანი მიწისქვეშაპარკინგისთვის ქონების 1 ლარად გასხვისების საკითხს მხარი დაუჭირა.
საკითხი კენჭისყრაზე ცალ-ცალკე დააყენეს. “გეგეშიძის ბაღის” მიმდებარედ პარკინგის მოწყობას მხარი 31-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა; მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ პარკინგის მოწყობას 30 მომხრე დეპუტატი ჰყავდა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო „სადგურის მოედანზე“ - 29 მომხრე იყო.
საკითხის განხილვას საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. 1 ლარად მიწის გასხვისებას ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ უნდა ჩატარებულიყო აუქციონი და არა ინტერესთა გამოხატვა, რაზეც თბილისის მთავრობაში აცხადებენ, რომ პროექტებს არცთუ სახარბიელო ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, რის გამოც აუქციონი ვერ ჩატარდებოდა.
როგორც საკითხის განხილვისას ვიცე მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, კომერციული ფართების გაჩენა ამ ლოკაციებზე არ არის გათვალისწონებული ინტერესთა