ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება- ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევენ ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახუროს.
"შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანება” დაინტერესებულია გასცეს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრთა სატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უფლება - არაექსკლუზიური უფლება, ყველა იმ პირზე ვინც დააკმაყოფილებს მგზავრთა გადაყვანის უფლების პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე,
კომპანია იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, გამოხატოს ინტერესი შესაბამისი უფლების მიღებაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ყველა შეკითხვა და მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
business@airports.ge
განცხადება მგზავრთა გადაყვანის უფლების მისაღებად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება);
განცხადების წარმოდგენა ასევე დასაშვებია შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:
business@airports.ge;
ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიმღების მხრიდან შესაბამისი მეილის მიღების დადასტურების არსებობა.