„ჯინო გრინ სითი კორპორაცია“ საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობით „ჯინო გრინ სითის“ მშენებლობას იწყებს.
საპარტნიორო ფონდის ცნობით, „ეკო გრინ სითი“-ს პროექტის იმპლემენტაციის შემდგომი ეტაპი დაიწყო და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით "საპარტნიორო ფონდსა" და „ჯინო გრუპს“ შორის რამდენიმე დოკუმენტიც გაფორმდა.
„ეკო გრინ სითის“ მშენებლობა თბილისის ზღვის ტერიტორიის განაშენიანებას გულისხმობს. ტერიტორიაზე საცხოვრებელი ვილები/ბინები, საბავშვო ბაღ(ებ)ი, სკოლა, სპორტული მოედნები, გასართობ-რეკრეაციული ზონები მოეწყობა. პროექტის საინვესტიციის მოცულობა 700 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, რომ პროექტის განსახორციელებლად, საპარტნიორო ფონდსა და „ჯინო გრინ სითი კორპორაციას“ შორის პარტნიორთა შეთანხმებას ხელი 31 აგვისტოს მოეწერა.