ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Apple-ის აქციებმა ზრდის ისტორიული მაქსიმუმი განაახლეს და პარასკევს სავაჭრო კვირა 2011 წლის ოქტომბრის ზრდის მაქსიმუმით დაასრულეს.
კომპანიის აქციებზე ფასის ზრდის პროვოცირება მოახდინა ინფორმაციამ, რომლის თანახმად კომპანიის 75 მილიონი აქცია მილიარდერმა უორენ ბაფეტმა შეიძინა. Berkshire Hathaway-ის მფლობელი ბაფეტი 2017 წლის ბოლოსთვის Apple-ის 165,3 მილიონ აქციას ფლობდა, ანუ დაახლოებით 3,3%-ს.
„ეს არის წარმოუდგენელი კომპანია. თუ დავაკვირდებით ისინი ორჯერ მეტად მომგებიანები არიან, ვიდრე ამერიკის მასშტაბით მოგების მხრივ მეორე კომპანია" - განაცხადა ბაფეტმა CNBC-თან ინტერვიუში.
პარასკევს კომპანიის აქციებზე ფასი 3,5%-ით გაიზარდა, ხოლო კვირის განმავლობაში 12,7%-ით. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის კაპიტალიზაციამ კი ამ დროისთვის 900 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კოკა კვირკველია