საქართველოს გზეგზე 2018 წლის პირველ კვარტალში 107 ადამიანი გარდაიცვალა, -
ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 3 თვეში ქვეყანაში სულ 1 428 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. ამ შემთხვევებიდან 54 გამოწვეული იყო სიმთვრალით.
შსს-ს სტატისტიკით, 3 თვის განმავლობაში ავარიების შედეგად 1 986 დაზარალდა, 107 ადამიანი კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ქვეყანაში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 160 შემთხვევა გამოწვეული იყო სიმთვრალით. შსს-ს სტატისტიკით, შარშან ავარიების შედეგად დაზარალდა 8 461 ადამიანი, 517 კი გარდაიცვალა.