20 ივნისს, თბილისი უმასპინძლებს საქართველოს მთავარ კრიპტოღონისძიებას - Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. მთავარი თემები იქნება: მაინინგი, კრიპტობიზნესი და რეგულირება საქართველოში. მონაწილეები და პარტნიორები ქვეყნის ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები არიან. კონფერენციას დაესწრებიან ქართველი და უცხოელი კრიპტოექსპერტები: მეწარმეები, ინვესტორები, ბლოკჩეინ - ორგანიზაციების დამფუძნებლები, დეველოპერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ეკონომისტები.
ღონისძიების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ - ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia и Blockchain Systems Institute. აღნიშნული ორგანიზაციები გახდნენ ქვეყანაში ბლოკჩეინის და ციფრული აქტივების ყველაზე აქტიური პროპაგანდისტები.
სტუმრებს საშუალება მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ დისკუსიებში, აქტუალური საკითხების მიხედვით: საქართველოში მაინინგის თავისებურების შესახებ, სახელმწიფო რეგულაციისა და სახელმწიფო მართვის შესახებ, ქვეყანაში ICO- ს ჩატარების პერსპექტივების შესახებ. დემოზონაში იქნება განლაგებული ცნობილი ბლოკჩეინ - ინდუსტრიის წარმდგენი კომპანიები: ისინი არიან სამაინინგო აღჭურვილობისა და ფერმების მიმწოდებლები, ICO - პროექტები, ბლოკ-პლატფორმები, ინტეგრატორები, დეველოპერები და ორგანიზაციები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური და ფინანსური მომსახურების მომწოდებლები. ღონისძიება გაიმართება სასტუმრო „Radisson Blu Iveria Hotel“, თბილისის ცენტრში. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი, 1.
ღონისძიება ტარდება საერთაშორისო კომპანია Smile-Expo-ს მიერ, რომელმაც ბლოკჩეინ-ღონისძიებების ქსელი შექმნა მსოფლიოს 20 ქვეყანაში. მუშაობის 12 წლის განმავლობაში მან მოიპოვა აღიარება, როგორც ფართომასშტაბიანი დარგობრივი ივენთების ორგანიზატორი ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაშიც კი.
სიახლეები იხილეთ ოფიციალურ საიტზე: Blockchain & Bitcoin Conference Georgia .
ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: BPN.GE, ALLNEWS.GE, IPN.GE.