მიმდინარე წლის ზაფხულიდან რუსეთში შესაძლოა, საკვების მარკირება დაიწყოს მასში შაქრის, მარილისა და ცხიმების შემცველობის მიხედვით.
როგორც რუსული სააგენტოები წერენ, ეს პროცესი ნებაყოფლობითია და პროექტი საპილოტე პროგრამაა.
„როსპოტრებნადზორის“ ინფორმაციით, მსგავსი ინდიკაცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს გააკეთოს „გაცნობიერებული“ არჩევანი. შედეგად კი ჯანსაღი რაციონის შედგენა უფრო გამარტივდება, რომელიც თავის მხრივ ადამიანების ჯანმრთელობას შეუწყებს ხელს.
უწყების ხელმძღვანელმა ანა პაპოვამ შეხვედრა გამართა საკვების მწარმოებლებთან და მსხვილი სავაჭრო ქსელების ხელმძღვანელებთან, სადაც განიხილეს პროექტ „შუქნიშანის“ გაშვების დეტალები. უწყებამ მწარმოებლებისთვის მეთოდური რეკომენდაციები შეიმუშავა პროდუქციის ფერებით ნებაყოფლობით ინდიკაციასთან დაკავშირებით. პროექტი ითვალიწინებს მაღაზიებში განცალკევებული დახლების შექმნას, რომელზეც განთავსებული იქნება ფერებით მარკირებული პროდუქცია. ამ ექსპერიმენტისადმი მზადყოფნა გამოხატეს მსხვილმა სავაჭრო ქსელებმა.
კოკა კვირკველია