უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანულ გამოცემა Focus-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „არ უყვარს ფული“.
როგორც ტელეკომპანია „112 უკრაინა“ იუწყება, აღნიშნული ინტერვიუდან ფრაგმენტი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელა გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა.
როცა Focus-ის ჟურნალისტმა სთხოვა პოროშენკოს, დაესრულებინა ფრაზა „მე მიყვარს ფული, იმიტომ რომ ...“ პოროშენკომ უპასუხა, რომ მას „არ უყვარს ფული“. ხოლო კითხვაზე, რამდენად რთულია უკრაინაში ძლიერი ოლიგარქიული წრეების ნგრევა, მაშინ როცა თავადაც ყოფილი ოლიგარქია, მან უპასუხა, რომ ამ საქმეში მას „არაფერი აკავებს“.
„გასული 4 წლის განმავლობაში მე ვაჩვენე, რომ არცერთ ოლიგარქს არ შეუძლია იმედი ჰქონდეს პრივილეგიებზე. პირიქით, მე მიტევენ ზოგიერთი ოლიგარქები, რომლებიც მედიით ჩემზე ყალბ ინფორმაციებს ავრცელებენ“, - განაცხადა პორშენკომ.
ცნობისათვის, პეტრო პორშენკოს შემოსავლებმა გასული წლის განმავლობაში შეადგინა 16,3 მილიონი გრივნა (609 ათასი დოლარი). ეს კი 32,5%-ით მეტია, ვიდრე 2016 წლის შემოსავლები.
კოკა კვირკველია