თემქაზე "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს

თემქის მე-4 მიკრორაიონში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა ბანკიდან 3500 ლარი გაიტაცა.

თვითმხილველების თქმით კი, თავდასხმა დაახლოებით 12:00 საათზე, ნიღბიანმა მამაკაცმა განახორციელა. მათივე ცნობით, ნიღბიანი ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა ბანკში და მუქარით გამოიტანა თანხა.

შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ვაზნა, რომელიც სავარაუდოდ, თავდამსხმელს გაქცევის დროს გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, ბანკის სიახლოვეს ამოღებულია ნიღაბი და იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ, თავდამსხმელი იყო შეიარაღებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.