ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს ჰყავს პირადი თვითმფრინავი

„აიფიემი“ იმ ქვეყნების შესახებ წერს, სადაც ყველაზე მეტ ადამიანს ჰყავს პირადი თვითმფრინავი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სატრანსპორტო საშუალებაა.

ორგანიზაცია ამ თვალსაზრისით, 2017 წლის მონაცემებით, ტოპ 10 ქვეყნის ჩამონათვალს ავრცელებს. რეიტინგში ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც 12 717 ადამიანს ჰყავს პირადი თვითმფრინავი, მას მოსდევს მექსიკა - 950 ადამიანით; მესამე ადგილს - 786 ადამიანით ბრაზილია იკავებს, მე-4 და მე-5 პოზიციებს კი კანადა და გერმანია ინაწილებენ, შესაბამისად, 534 და 435 ადამიანით.

პირადი თვითმფრინავის მფლობელი ადამიანების სიმრავლის მიხედვით, ქვეყნების ათეულში მოხვდნენ ასევე: დიდი ბრიტანეთი, ვენესუელა, ჩინეთი, საფრანგეთი და ავსტრალია. bpn