რუსთავში ჰაიდელბერგცემენტის მოდერნიზებული ქარხანა გაიხსნება

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 28 მაისს ჰაიდელბერგცემენტის რუსთავის მოდერნიზებულ ქარხანას გახსნის.

რუსთავის ცემენტის ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი - ბოლო თაობის QDK4 სეპარატორების ინსტალაცია - არის ერთი მხრივ, უნიკალური საქართველოსთვის და ამავე დროს სრულად აკმაყოფილებს განვითარებული ქვეყნების ცემენტის წარმოების სტანდარტების ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს. პროექტის მიზანია ცემენტის ხარისხობრივი მაჩვენებლების ზრდა და ასორტიმენტის გაფართოება.

რუსთავის ქარხნის სეპარატორის ინსტალაციის ჯამურმა ინვესტიციამ 4 მლნ. ლარი შადგინა. მშენებლობა 2013 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2014 წლის მაისში დასრულდა.