უკრაინის ქალაქ ჩერკასის მცხოვრები 7 წლის ბავშვი უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა მილიონერი გახდა. 2017 წლის მონაცემებით, მისმა წლიურმა შემოსავალმა მილიონ გრივნაზე მეტი (38,5 ათასი დოლარი) შეადგინა.
ამის შესახებ ქვეყნის ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელმა მიროსლავ პროდანმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ამ ბავშვის ზუსტი შემოსავლების ოდენობა და შემოსავლების წყარო არ კონკრეტდება. საერთო ჯამში კი მილიონ გრივანზე მეტი შემოსავალი ქვეყნის მასშტაბით 4063-მა მცხოვრებმა დაადეკლარირა, რაც 16%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით. ყველაზე ასაკოვანი მილიონერი კი 99 წლის კიეველია.
ფისკალური სამსახურის მონაცემებით, უკრაინის მასშტაბით მილიარდი გრივნას (38,5 მილიონი დოლარი) შემოსავალი დაუფიქსირდა მხოლოდ ერთ ადამიანს, თუმცა მისი სახელი არ ხმაურდება. აღსანიშნავია, რომ მილიონიანი შემოსავლის მქონე უკრაინის მოქალაქეების 44% კიევზე მოდის, ლიდერებს შორის არის ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და ოდესის ოლქებიც.
კოკა კვირკველია