ოთარ დანელია ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ სესიას ესწრება

25-30 მაისს ქ. პარიზში ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) რიგით 82-ე გენერალური სესია იმართება.

OIE-ს 82-ე სხდომას და ორგანიზაციის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციაც ესწრებოდა, რომლის შემადგენლობაშიც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, საქართველოს მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე შედიან. დელეგაციის ხელმძღვანელი სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია სესიას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრება.

OIE-ს მსოფლიო ასამბლეის დელეგატები განსაზღვრავენ OIE-ს პოლიტიკას და ზედამხედველობას უწევენ მის იმპლემენტაციის პროცესს. წლევანდელ სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი მიმართულებები:

• ცხოველთა და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობის საერთაშორისო სტანდარტების მიღება.

• ცხოველთა ზოონოზური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა და ვეტერინარული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება.