ამერიკის შტატის კალიფორნიის ეკონომიკამ დიდი ბრიტანეთის ეკონომიკას გაასწრო და მსოფლიოს უმსხვილეს ეკონომიკებს შორის მეხუთე ადგილზეა.
კალიფორნიის მშპ 2017 წელს 127 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ჯამში 2,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ კალიფორნია 40 მილიონი ამერიკელის სახლია და ამ შტატში ყველაზე მეტად არის განვითარებული ტექნოლოგიური მიმართულება, ასევე მნიშვნელოვანი შემოსვალი მოაქვს ჰოლივუდს და შტატის ცენტრალურ ნაწილში მოქმედ სოფლის მეურნეობას.
ბოლოს კალიფორნიის ეკონომიკა ხუთეულში 2002 წელს იმყოფებოდა, თუმცა 2012 წლისთვის მეათე ადგილამდე დაეცა. ამის შემდეგ კი ამერიკის ყველაზე დასახლებულ შტატში შეიქმნა დამატებით 2 მილიონი სამუშაო ადგილი და მისი მშპ გაიზარდა 700 მილიონით.
ამ დროისთვის კალიფორნიის ეკონომიკას მსოფლიო მასშტაბით წინ უსწრებს მხოლოდ თავად აშშ, ჩინეთი, იაპონია და გერმანია. შტატში აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 12% ცხოვრობს, თუმცა მასზე მოდის ქვეყანაში დასაქმებულთა 16%. მისი წილი ქვეყნის ეკონომიკაში 14,2%-ია.
კოკა კვირკველია