ამერიკამ შესაძლოა, ირანს დამატებითი სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ დონალდ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით „ახალი სანქციები მოჰყვება ახალ ინფორმაციებს“. მისივე თქმით, ის სანქციები, რომელიც ირანთან შეთანხმებამდე მოქმედებდა დაუყოვნებლივ აღდგება, შედეგად კი ამ ქვეყანასთან ახალი ბიზნეს კონტრაქტები დაიბლოკება. რაც შეეხება უკვე გაფორმებულ ხელშეკრულებებს, ისინი გაუქმდება მომდევნო 90-180 დღის განმავლობაში.
ამასთან, მან უარყო ინფორმაცია, რომ ეს პერიოდი შესაძლოა, გამოიყენონ ახალი ბირთვული შეთანხმებისთვის. ამასთან, ბოლტონმა აღნიშნა, რომ აშშ მზადაა უფრო ფართო დისკუსიისთვის ირანის არაკეთილსინდისიერ ქმედებასთან დაკავშირებით. „პრეზიდენტი მზადაა უფრო მეტი საკითხი განიხილოს ირანზე, იმის ფონზე, თუ რამდენად არაკეთილსინდისიერ ქმედებას ვადევნებთ თვალს ირანის მხრიდან“ - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გუშინ გააკეთა.
კოკა კვირკველია