რა უნდა გაითვალისწინოთ ბინის შეძენისას -  „მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველთათვის რვაპუნქტიან რეკომენდაციას ავრცელებს

„მენაშენეთა ასოციაცია“ ბინის შეძენის მსურველთათვის რვაპუნქტიან რეკომენდაციას ავრცელებს.

როგორც „მენაშენეთა ასოციაცია“ იუწყებიან, „მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს ბინის შეძენისთვის საჭირო რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც ყოველთვის დაეხმარება მათ სწორი არჩევანის გაკეთებაში.

„ბინის შეძენისას უამრავი წვრილმანისა და ფუნდამენტური საკითხის გათვალისწინებაა საჭირო, რათა მომხმარებელმა ზუსტად ის მიიღოს, რაშიც ფულის გადახდას აპირებს.

რეკომენდაცია პირველი – სწორად შეარჩიეთ სამშენებლო კომპანია: უძრავი ქონების შეძენისას დააზუსტეთ კომპანიის ასაკი – გაარკვიეთ, რამდენი წელია, რაც სამშენებლო ბაზარზე მოღვაწეობს – მრავალწლიანი გამოცდილება დეველოპერის სტაბილურობაზე მეტყველებს;

დააზუსტეთ კომპანიის სამუშაო გამოცდილება – წარმატებით დასრულებული და შესახლებული ობიექტების არსებობა ნიშნავს თქვენთვის საინტერესო პროექტის დროულად, ხარისხიანად და უპრობლემოდ განხორციელებას;

დააზუსტეთ უკვე დასრულებული ობიექტების არსებობა – მოინახულეთ კომპანიის აშენებული და შესახლებული ობიექტები, რაც საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ დეველოპერის მიერ შესრულებული ვალდებულებები, როგორც სახლის მშენებლობის, ისე სადარბაზოსა და გარემოს კეთილმოწყობის ხარისხი;

კომპანიის შესახებ რეკომენდაციები მიიღეთ არსებული მომხმარებლისგან – ყველაზე სანდო რეკომენდატორად სწორედ არსებული მომხმარებელი განიხილება, რომელსაც კომპანიასთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს. მიიღეთ რეკომენდაცია მათგან და დააზუსტეთ მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების მიზეზები.

„მენაშენეთა ასოციაცია“ მომხმარებლებს სულ 8 რეკომენდაციას აძლევს, რომლებიც, სასურველია, გაითვალისწინონ ბინის შეძენისა და შემდგომი სარგებლობისას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.