გერმანიიდან რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა

გერმანიიდან რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამავე რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა.

დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ.

ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი კოორდინაციით განხორციელდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიგრაციის საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს.