ზაფხულის ტურისტული სეზონის აქტიურ ფაზაში შესვლამდე ერთი თვეზე ნაკლები რჩებაა. ტრადიციულად, აჭარა დამსვენებლებით წელსაც ყველაზე მეტად დაიტვირთება.
„ბიზნესპრესიუსი“ რეგიონში მდებარე ბრენდულ სასტუმროებს დაუკავშირდა. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ზაფხულის სეზონისთვის აქტიური სამზადისი დაწყებული აქვთ, რაც მენიუების შეცვლას და სხვადასხვა სერვისების დამატებას გულისხმობს.
მათი ნაწილი დაჯავშნილი ნომრების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა ნაწილი აცხადებს, რომ ზაფხულის თვეებში სასტუმრო ნომრების დაახლოებით 50% უკვე დაჯავშნულია. რაც შეეხება დამსვენებლებს, რომლებიც ზაფხულში აჭარის ბრენდულ სასტუმროებს ეწვევიან, უმეტესად რუსეთის, საუდის არაბეთის, ირანის და ისრაელის მოქალაქეები არიან.
როგორც სასტუმრო Radisson Blu Batumi-ში აღნიშნავენ, ჯავშნების რაოდენობით სწორედ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები სჭარბობს. რაც შეეხება ადგილობრივებს, „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალის“ პერიოდში ქართველების ჯავშნები უცხოელებისას უტოლდება.
„ყველა სეზონზე განსხვავებეულად ვემზადებით. ტურისტების ნაკადი ყოველ წელს იზრდება. ამიტომ ისეთი სერვისის შეთავაზებას ვცდილობთ, რაც მათ მოთხოვნებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს. სპაც და გარე აუზით განვაახლეთ. ასევე, გვექნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამები, ცოცხალი მუსიკა, განახლებული მენიუ. ჩვენს პლიაჟზე - Iveria Beach სტუმრებს გადაადგილება უფასო ექნებათ.
რაც შეეხება დამსვენებლების რაოდენობას, ყოველ წელს 100%-იანი დატვირთულობა გვაქვს. ამჟამად მთელი ზაფხულისთვის ნომრების თითქმის ნახევარი დაჯავშნილია. როდესაც აჭარა „ჯაზ-ფესტივალს“ მასპინძლობს, ქართველი დამსვენებლების ჯავშანი უცხოელებისას უთანაბრდება. თუმცა ძირითადად მაინც ზაფხულის სეზონზე უცხოელების ჯავშნები სჭარბობს, კერძოდ, რუსეთის, საუდის არაბეთის, ირანის, ისრაელის და თურქეთის მოქალაქეების“, - განგვიცხადეს Radisson Blu Batumi-ში.
ციხისძირში მდებარე Castello Mare Hotel & Wellness Resort-შიც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ზაფხულის სეზონისთვის სასტუმროს ნომრების 50% დაჯავშნილია. აქედან 10% ქართველების ჯავშანია.
„ჩვენთან სიახლე არის ის, რომ გასულ წლებში მცირეწლოვანი ბავშების განთავსებასთან დაკავშირებით შეზღუდვა გვქონდა. წელს ეს შეზღუდვა მოიხნება. გასართობი ზონა უფრო გაფართოვდება. ივლისი, აგვისტო, სექტემბერში დასვენებლის მსურველებმა ჯავშნები უკვე გააკეთეს. ნომრების 50% დაჯავშინილია. გასულ წელთან შედარებით, ეს 40%-იანი მატებაა. მათ შორის საერთაშორისო ტურისტების ჯავშანი სჭარბობს - რუსეთი, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, საუდის არაბეთი, ირანი. ქართველების ჯავშანი 10%-ია და ძირითადად ქართველებს დაჯავშინილი აქვთ იმ პერიოდში, როცა რეგიონში „შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი“ და „ბლექსი არენაზე“ კონცერტები იმართება“, - აცხადებენ Castello Mare Hotel & Wellness Resort-ში.
ბათუმში კიდევ ერთ ბრენდულ სასტუმროში Hilton Batumi-შიც „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ ბოლო პერიოდში დამსვენებლებს შორის ისრაელის მოქალაქეები სჭარბობენ, რაც ისრაელიდან ბათუმში ჩარტერული რესიის დანიშვნას უკავშირდება.
„ვცვლით რესტონებსა და ბარებში მენიუს. სეზონი არც გაჩერებულა. დამსვენებელი სულ იყო და ახლაც არის. რაც შეეხება ჯავშნების რაოდენობას, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა. გეტყვით ერთს, რომ ბოლო დროს ძალიან გააქტიურებულია ისრაელი, რადგან ისრაელიდან ბათუმში ჩარტერული რეისები დაინიშნა. სხვა ქვეყნები კი ერთ დონეზეა - რუსეთი, უკრაინა, საუდის არაბეთი. ასევე, ქართველების მხრიდანაც არის ჯავშნების გარკვეული რაოდენობა გაკეთებული“, - აღნიშნავენ Hilton Batumi-ში.
ქობულეთში მდებარე Georgia Palace-ში კი ზახფულის პერიოდში დასვენების მსურველებს შორის ძირითადად ქართველები, რუსები, ყაზახები და უკრაინელები არიან.
„ჩვენ სტუმრებს ყოველწლიურად სიახლეებით ვხვდებით. ამ ეტაპზე დაგეგმილია ტერიტორიაზე ბარების დამატება. სიახლე იქნება აგრეთვე სპა ცენტრის მომსახურებაში, იგეგმება სხვადასხვა სახის სამკურნალო თუ სარელაქსაციო პაკეტების შექმნა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სრუმრებისთვის. ასევე, განახლდა საბავშვო მოედანი, დაემატა საბავშვო კუთხე, სადაც ბავშვებს უფრო მეტი სიახლე და გასართობი საშუალებები ექნებათ ანიმატორთა ჯგუფთან ერთად.
ძირითადი ნაკადი დაინტერესებული სტუმრებისა ადგილობრივია, ასევე საკმაოდ დიდია დაინტერესება რუსეთიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან და სხვადსხვა ქვეყნებიდან“, - განგვიცხადეს Georgia Palace-ში.
თეონა კენჭიაშვილი