მწვანე კონცხზე 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო აგვისტოში გაიხსნება (+ფოტო)

ბათუმში, მწვანე კონცხის დასახლებაში 3-ვარსკვლავიანი სასტუმრო ზაფხულში გაიხსნება.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ პროექტის განმახორციელებელი „საქართველოს ახალი სამშენებლო კომპანიის" ხელმძღვანელმა როინ ბერიძემ განუცხადა, სასტუმრო ზღვიდან 300 მეტრში შენდება.

bpn

„მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. ზღვის დონიდან 300 მეტრში ვაშენებთ. ზაფხულში, აგვისტოში გაიხსნება და დამსვენებლებს მიიღებს. ჯერჯერობით არ გვაქვს გადაწყვეტილი, რომელი ბრენდის მმართველობაში იქნება. „ბესთ ვესტერნის“ ბრენდი იყო დაინტერესებული, თუმცა მათ მიერ შემოთავაზებული პირობები და მოთხოვნები არ მოგვეწონა და უარი ვუთხარით. დაახლოებით ორ თვეში გადავწყვეტთ სასტუმრო რომელი ბრენდის იქნება“, - აღნიშნა როინ ბერიძემ.

bpn

მისი თქმით, სასტუმრო 15-სართულიანია 100-მდე ნომრით. „სასტუმროში მოწყობილია სხვადასხვა გასართობი ადგილებით - რესტორანი, კაფე-ბარი, საცურაო აუზი, სოლარიუმი, სპა, ფიტნეს ცენტრი“.

რაც შეეხება საინვესტიციო ნაწილს, როინ ბერიძის ინფორმაციით, პროექტში 6 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

თეონა კენჭიაშვილი