ჩინურ სოციალურ ქსელ Weibo-ში კომპანია Samsung-ის საფლაგმანო მოდელის ახალი ვერსიის ფოტოები გავრცელდა, საუბარია მოდელზე Galaxy S8 Lite.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, lite მოდელი ვიზუალურად ძალიან წააგავს საფლაგმანო მოდელს მისი „უსასრულო ეკრანით“, Bixby ღილაკითა და თითის ანაბეჭდის სენსორით უკანა პანელზე, თუმცა რაღაც მონაცემები მასში შეცვლილია და სწორედ ამიტომ მისი ფასი მოქმედ მოდელზე უფრო ნაკლები იქნება.
სმარტფონის ეკრანიც იგივე ზომას იმეორებს, როგორსაც საფლაგმანო მოდელი, თუმცა მისი რეზოლუცია უფრო დაბალია და ჩამორჩება 2220-იანს 1080 პიქსელამდე. მთავარი კამერა არის 16 მეგაპიქსელიანი, შიგთავსი კი 660 Snapdragon ჩიპით არის აღჭურვილი, რომელიც ასევე ჩამორჩება ორიგინალის 835-იან ჩიპს. რაც შეეხება ელემენტებს, ის შენარჩუნებულია და შეადგენს 3,000mAh-ს.
რაც ყველაზე მთავრია, ირკვევა, რომ მოდელი იქნება მხოლოდ ორ ფერში წითელი და შავი და ჯერ არ არის ზუსტად ცნობილი როდის გამოვა ის, თუმცა ყველა ვარაუდით მისი გამოსვლა ჩინეთის ბაზარზე 21 მაისს არის დაგეგმილი.
კოკა კვირკველია