მთავრობის წევრების ქონებრივი მდგომარეობა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ინტერესის საგანი ხდება მათი ოჯახის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საბანკო ანგარიშები, ავტომობილები და სესხებიც კი.
ამჯერად Allnews.ge საქართველოს მთავრობის წევრების, კერძოდ, მინისტრების სესხების მოცულობით დაინტერესდა, შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას მათ მიერვე შევსებული ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით გთავაზობთ.
აღსანიშნავია, რომ ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, საკრედიტო მომსახურებით ყველა მინისტრი არ სარგებლობს, ხოლო ვინც სასესხო ვალდებულება დეკლარაციაში დააფიქსირა, მათი ჩამონათვალი ასეთია:
1. 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს 2015 წელს "ბანკი ქართუდან" 173 500 დოლარი აქვს აღებული, 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კი მისი გასავალი 19 745,79 დოლარი იყო.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს, 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, 2013 წელს სესხის, კრედიტის სახით - 12 433,62 ლარი "თიბისი ბანკში" აქვს აღებული და 2017 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მისი გასავალი 1200 ლარი იყო.
3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას ქონების ბოლო დეკლარაცია 2017 წლის მაისში აქვს შევსებული. აღნიშნული დეკლარაციის თანახმად, გიორგი გახარიას სესხი, საკრედიტო ხელშეკრულება ავტოგანვადებისათვის 11 370 დოლარის ოდენობით ბანკი "რესპუბლიკადან" 2015 წელს აქვს აღებული, გასავალმა კი 2017 წელს 6 600 დოლარი შეადგინა.
2015 წელსვე გიორგი გახარიას ბანკ "რესპულიკაში" სესხის სახით აღებული აქვს 2 102,41 აშშ დოლარი, 2016 წელს კი მისი გასავალი 1200 აშშ დოლარი იყო.
გარდა ამისა, 2016 წლიდან გიორგი გახარიამ "საქართველოს ბანკის" 10 000-ლარიანი საკრედიტო ბარათით სარგებლობა დაიწყო, 2016 წელს მისი გასავალი 130 ლარს შეადგენდა.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს, 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის თანახმად, "საქართველოს ბანკში" 41 000 აშშ დოლარის ვალდებულება 2016 წელს აქვს აღებული, 2017 წელს კი მისმა გასავალმა 9 379 აშშ დოლარი შეადგინა. იხილეთ გაგრძელება