ამერიკის კერძო ბიზნესს შეუძლია თამამად მოახდინოს ინვესტირება ჩრდილოეთ კორეაში იმ შემხთვევაში, თუ ეს ქვეყანა შეასრულებს მოთხოვნებს და სრულიად მოახდენს ბირთვული პროგრამის ლიკვიდირებას.
ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გუშინ ტელეკომპანია Fox News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს იქნება კერძო სექტორი. ამერიკელები მოვლენ, რათა დაეხმარონ, ააშენონ ენერგეტიკული ქსელი, რომელიც საჭიროებს დიდი ოდენობით ელექტროენერგიას ჩრდილოეთ კორეაში“ - განაცხადა პომპეომ. მანვე დასძინა, რომ ამერიკას ასევე შეუძლია ინვესტიციების განხორციელება ჩრდილოეთ კორეის ინფრასტრუქტურაში და სოფლის მეურნეობაში, თუ ფხენიანი ვაშინგტონის ყველა მოთხოვანს შეასრულებს.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 12 ივნისს, სინგაპურში შეხვდებიან. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს პირადად შეხვდება.
9 მაისს ფხენიანში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდა. მისი ვიზიტის დროს ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის სამი მოქალაქე გაათავისუფლა. ისინი სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულსა და ჯაშუშობაში იყვნენ ბრალდებული.
კოკა კვირკველია