აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 182-დღიან N23, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები სამმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.30 პროცენტით, მაქსიმალური 4.42 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.38 პროცენტით განისაზღვრა.