2017 წელს საქართველოში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა წლიურმა ხარჯმა 5,761 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31.6 პროცენტით აღემატება. წინა წელთან შედარებით, 9.4%-ით გაზრდილია ვიზიტზე საშუალო ხარჯი და ის 888.7 ლარს შეადგენს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტ ფულს ვიზიტორები საკვებსა და სასმელში ხარჯავენ, შემოსავლების 25.6% სწორედ ამ კატეგორიაზე მოდის. 2017 წელს საკვებსა და სასმელზე ხარჯმა 1,476 მლრდ ლარი შეადგინა. მეორე ადგილს, 1,326 მლრდ ლარით, 23%-ით განთავსება იკავებს, 18.5%-ით კი მესამე ადგილზე გართობაა.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, სტატისტიკური მონაცემებით საყიდლებზე გაწეული ხარჯი - 13%-ია, (789,7 მლნ ლარი); ადგილობრივ ტრანსპორტზე - 8.4% (483,4 მლნ ლარი), ხანგრძლივ მოხმარების საგნებზე - 6.6% (382,7 მლნ ლარი), ძვირფას ნივთებზე 0.7% (40,5 მლნ ლარი); ყველა სხვა ხარჯი კი- 3.4%-ია (195,8 მლნ ლარი).