სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის მასშტაბით, 5 საბავშვო ბაღს საწარმოო პროცესი შეუჩერა. როგორც უწყებაში განმარტავენ, გეგმური შემოწმებების დროს საგარეჯოსა და ახმეტის ბაღებში ინფრასტრუქტურული დარღვევა აღმოჩნდა. მათ შორის ვენტილაციის სისტემის გაუმართაობა.
"გეგმური შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სამზარეულოებში არსებული არაეფექტური ვენტილაციის გამო ხდებოდა კედლების და ჭერის დაზიანება, მათზე ობის წარმოქმნა და ჭერიდან ნაწილაკების ცვენა, რაც წარმოადგენს სურსათში მოხვედრის და მისი დაბინძურების საფრთხეს. გატარდა საჯარიმო სანქცია 1000 ლარის ოდენობით. სამზარეულოებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი, კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა, ნანა ახალმოსულიშვილმა.
თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება 1000-1000 ლარით დაჯარიმდა. საწარმოო პროცესი მათ ხარვეზების გამოსწორება შემდეგ აღუდგება.