თბილისში, ღონისძიებების სერია Fuckup Nights Tbilisi გრძელდება

Tbilisi Startup Bureau და Impact Hub Tbilisi ღონისძიებების სერიას Fuckup Nights Tbilisi აგრძელებს.

რიგით მეორე Fuckup Nights - რომელიც პროფესიული მარცხის ისტორიებს გადმოსცემს სტარტს 18 მაისს, 19:00 საათზე, ფაბრიკას საკონფერენციო სივრცეში აიღებს.

ღონისძიების ფარგლებში მოისმენთ ბიზნესის ისტორიებს, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, გაიგებთ პარტნიორული ურთიერთობების შესახებ, რომელიც კრახით დასრულდა, აღმოაჩენთ პროდუქტს, რომელიც „ჩაფლავდა“.

ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები არასწორი გადაწყვტილებებით იწყება! #განიქარვე

თვეში ერთხელ, მსოფლიოს 80 ქვეყანაში, 252 ქალაქში და მათ შორის თბილისშიც - 4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს. Fuckup Nights Tbilisi -ის სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა, განვითარდნენ და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიარონ! თბილისის მეორე Fuckup Nights - ის მომხსენებელი ინვოცაციებისა და ტექნელოგიების სფეროდან ოთხი წარმატებული ანტრეპრენერია.

ღონისძიებაზე დასწრება საინტერესოა მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის... ღონისძიება არის ყველასთვის, ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში საინტერესო ადამიანებთან ერთად. ღონისძიების სპეციალური გამოშვება ინოვაციებისა და ტექნელოგიების სფეროში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მხარდაჭერით იმართება.

"საკუთარ შეცდომებზე სწავლა გონივრულია, სხვის შეცდომებზე სწავლა გენალურია".

გელოდებით 18 მაისს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8) ყველაზე საინტერესო ბისზნეს ისტორიების მოსასმენად. ღონისძიება ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau, Impact Hub Tbilisi, Fabrika Hostel და Fabrika • ფაბრიკა პარტნიორობით. ღონისძიების სპონსორები არიან: ლუდი ქარვა, Grant Thornton Georgia, Taxify Georgia, ლურჯი ოკეანე / Blue Ocean წარმატების ბიბლიოთეკა, კედარი ვენჩერს, Scoot Scoot, Camora Basement, PIPES burger joint at Fabrika • პაიპს ბურგერ ჯოინტი ფაბრიკაში.

ივენთი: https://goo.gl/6u95aL

ონლაინ ბილეთების შესაძენა შესაძლებელია:

TKT.GE - ბილეთები ონლაინ - https://goo.gl/mdwC9k

Biletebi.ge - https://goo.gl/nAh7Gk

Eventer.ge - https://eventer.ge/fuckup

იჩქარეთ, ადგილები შეზღუდულია

#sharethefailure