1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4344 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4344 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4434 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის კურსის ცვლილებამ 0.0090 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9016 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9277 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0261 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.