თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, "აგროჰაბთან" ქვეითთა გადასასვლელი გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის ტრანსპორტისსაქალაქო სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, გადასასვლელის გაუქმება ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდა.
"ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით შემსრულებელმა კომპანიამ ე.წ „ზებრები“ წაშალა და განათავსა ნიშანი „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია“. ხოლო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა გზაგამყოფ გაზონზე ქვეითთა გადასასვლელი ბილიკი ჩაკეტა", - აღნიშნულია ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.