მსო-მ „ბოინგი-ეარბასის“ დავაში საბოლოო განაჩენი „ბოინგის“ სასარგებლოდ გამოიტანა

მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის სააპელაციო ინსტანციამ სამშაბათს გამოიტანა განაჩენი, რომლის თანახმად „ეარბასის“ მიერ ევროპულ ქვეყნებში სუბსიდირების პროგრამა მისი კონკურენტი ამერიკული კომპანია „ბოინგისთვის“ ხელის შემშლელად ჩათვალა.

სააპელაციო გადაწყვეტილება იმეორებს მსო-ს მიერ ჯერ კიდევ 2016 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას ამავე საკითხზე. ის არის საბოლოო და აძლევს ვაშინგტონს შესაძლებლობას, დააწესოს სანქციები „ბოინგის“ სასარგებლოდ.

უფრო კონკრეტულად კი, ევროკავშირმა არ შეასრულა მოთხოვნა და არ შეწყვიტა „ეარბასის“ ყველაზე მსხვილი ლაინერების A380-ისა და ახალი A350-ის წარმოება, რამაც გამოიწვია ბაზარზე თანაფარდობის დარღვევა.

ახლა მსო-ს დაევალა განსაზღვროს მაქსიმალური გადასახადი, რომელსაც ამერიკელები კომპენსაციის სახით წაუყენებენ ევროპელებს. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციამ წლის ბოლომდე უნდა მიიღოს. მანამდე ცნობილი იყო, რომ ამერიკელები ამ არაკონკურენტულ გარემოში შექმნილი დანაკარგების გამო ითხოვდნენ წლიურ 7-დან 10 მილიარდ დოლარამდე კომპენსაციას. Airbus-ში განაცხადეს, რომ მზად არიან მსო-ს დადგენილება აღასრულონ.

კოკა კვირკველია